სიახლეები
სამასწავლებლო

„როცა უკეთესს გთავაზობენ, პოზიტიურად უნდა შევხვდეთ სიახლეს“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
01-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ:

ივანე თურქიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ნადუქნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

- სანამ ვალდებულებას შევეხებით, რომ შევადაროთ მატერიალური და ელექტრონული ჟურნალი ერთმანეთს, უფრო მარტივი და მოსახერხებელია ელექტრონული ჟურნალი, აქედან გამომდინარე, უკვე უნდა გამოვრიცხოთ მისი ვალდებულება, როცა უკეთესს გთავაზობენ, პოზიტიურად უნდა შევხვდეთ სიახლეს, თავიდან შესაძლოა გაჭირდეს, მაგრამ უსწავლელი არაფერია.

ლილი სვიაკაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მე მომხრე ვარ და მივესალმები ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვას, უკვე მზაობა გვაქს სრულად სკოლასაც და პედაგოგებსა, დახმარებასაც აღარ საჭიროებენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემმა სკოლამ ძალიან ადრე დავიწყეთ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ბევრი სკოლა ჯერ არ აწარმოებდა, რამაც ცოტა უკმაყოფილება გამოიწვია პედაგოგებში და პრეტენზიები, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ კარგი იყო და ახლა უკვე გამართულად ვმუშაობთ ყველა.

ემზარ შანგუა, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ონოღიას საჯარო სკოლის დირექტორი:

- რა თქმა უნდა, მივესალმები ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ დანერგვას, ეს იმდენად მარტივი და საჭიროა პედაგოგებს არც სწავლა და მით უმეტეს, მუშაობა არ გაჭირვებიათ, შესაბამისად დახმარებასაც არ საჭიროებენ.

ვეფხვია ლომიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი:

- მომწონს ელექტრონული ჟურნალი და მივესალმები სავალდებულოდ შემოღებას, - პედაგოგებსაც ნამდვილად აღარ სჭირდებათ დახმარება, ადვილად და მარტივად აუღეს ალღო. ერთადერთი,  გვაქვს ინტერნეტის პრობლემა, სკოლის ტერიტორიაზე არ არის ინტერნეტის კარგი დაფარვა, ამიტომ გვიწევს მატერიალური ჟურნალის წარმოებაც და კვირის ბოლოს შეგვაქვს მონაცემები უკვე სახლიდან. ეს შერწყმულ სკოლაშია პრობლემა, თუ არა თვითონ ხუნევში არ არის ინტერნეტის პრობლემა, იქ უპრობლემოდ ხდება ელექტრონული ჟურნალის წარმოება.

ნარგიზ ვაშაყმაძე, წალკის მუნიციპალიტეტის, თრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

- დადებითად შევაფასებ, ზოგადად ელექტრონული ჟურნალის სავალდებულოდ შემოღებას, მე მომწონს უკვე ვმუშაობთ კიდეც გამართულად. თავიდან მხოლოდ სამმა ვიცოდით და ვასწავლიდით პედაგოგებს; ახლა უკვე აღარ სჭირდებათ, თუ რამე ხდება, რა თქმა უნდა, ახლაც ვეხმარებით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება