სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
02-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები კონკურსში, სახელწოდებით, „მეფე ერეკლე - ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“ მონაწილეობდნენ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამინათ ალისულთანოვმა მეორე ადგილი მოიპოვა.
წარმატებას მიაღწია ასევე მაგამედ მაგამედამიროვმაც, რომლის ესე საუკეთესო ათეულში მოხვდა.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას