სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ.სკოლის ინფორმაციით, „გახდი დიდგორის მემატიანე“ - ასე ჰქვია კონკურსს, რომელშიც სასწავლო დაწესებულების VI-IX-კლასელები ჩაერთვნენ.
მოსწავლეები აქტივობაში განსაკუთრებული ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.