მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ლელა კვენიაშვილმა და მისმა პირველკლასელმა მოსწავლეებმა 14 აპრილს ქართული ენის გაკვეთილები დედაენის დღეს მიუძღვნეს.
პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.
„მათ გამოსცადეს თავი ყველა ასო-ბგერის დაწერასა და წაკითხვაში, დამოუკიდებლად წაიკითხეს და დაისწავლეს სახალისო ლექსები ყველა ასო-ბგერაზე, ააწყვეს წინადადებები, დაახარისხეს „სწორი და არასწორი“ სიტყვები, გაეჯიბრნენ ერთმანეთს ლადო ასათიანის ლექსის ნაწყვეტის სწორად წაკითხვაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები