სიახლეები
სკოლები

კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი გამოუშვეს
15-04-2021
-
+

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. 

მე-2-მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი გამოუშვეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ინტერესით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადებას - ყველა დეტალი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა მაღალი კონკურენციის პირობებში მოახერხეს თავიანთი შესაძლებლობებისა და სკოლის წარმოჩენა
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს“
მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მზევინარ სალაძესთან ერთად მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
შეხვედრა გაიმართა საინტერესოდ, კმაყოფილი დარჩნენ როგორც მოსწავლეები ასევე წიგნის ავტორი
საინტერესო

საზოგადოება