მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.
ამ დღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა ღონისძიებით შეუერთდა.
მშობლიური ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საინტერესო ამონარიდები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ქართული ენის ცოდნისა თუ შენარჩუნების მნიშვნელობა.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება და ის 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; თუმცა, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“