სიახლეები
სკოლები

სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიური ენის სადარაჯოზე
16-04-2021
-
+


სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში, ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირები მოსწავლეები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა და მშობლიური ენა.

„ჩვენი წინაპრების ერთსულოვნებამ და თავდადებამ დღემდე შემოგვინახა ის საგანძური, რასაც ქართული ენა ჰქვია. ეს შეუფასებელი სიმდიდრე ჩვენგან განსაკუთრებულ მოფრთხილებას და ზრუნვას მოითხოვს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და სწორედ ამ მიზნით, II „გ“ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს შემეცნებითი დაფა „დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე“, სადაც პერიოდულად  განათავსებენ იმ სიტყვებს, რომელთა წარმოთქმასა და  ჩაწერაში  ხშირად უშვებენ ბავშვები შეცდომებს.

II „ა“ კლასის მოსწავლეებმა კი მოაწყვეს საკლასო გამოფენა სახელწოდებით - „დედაენის კვალდაკვალ“; მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებითა და დედაენაზე შექმნილი გამონათქვამებით, გაალამაზეს კედლის გაზეთი.

„მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ეკა გაბადაძემ  14 აპრილს მიუძღვნა გაკვეთილი და აჩვენა ბავშვებს ვიდეომასალა. მიწოდებული ინფორმაცია კი კიდევ უფრო განავრცო ქალბატონმა მარინა ნადირაძემ, როგორც ამ მოვლენების უშუალო მონაწილემ და თვითმხილველმა. ეს ყველაფერი კი  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის.

IV „გ“ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს კედლის გაზეთი „ღმერთების ენა“, რომელიც გაალამაზეს თავიანთი ხელით დამზადებული ანბანითა და მოძიებული მასალით.

იხილეთ ვიდეორგოლი:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
მასწავლებელთა ახალი გამოცდის პროგრამა - 5 მთავარი საკითხი, რომელიც ტესტირებაზე უნდა იცოდეთ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა ქართულ ენას ხოტბა შეასხეს, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მის როლზე
 
მოწაფეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
 
II კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის შედეგზე ორიენტირებულ აქტივობაში
მათ მოილოცეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე მოაწყვეს პიკნიკი და განიხილეს კლასის „მკითხველთა კლუბის“ წასაკითხი წიგნი
 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება