დავით ნარმანია ოთარ აბესაძეზე - ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი უნდა შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან
17.07.2017


მნიშვნელოვანია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. 

დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ არის შესაძლებელი გარკვეული შეფასებების გაკეთება. 

მან მოუწოდა ოპოზიციას და სხვა პირებს, შესაბამისად თავი შეიკავონ განცხადებებისგან. 

”საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და შესაბამისად, გამოძიება იტყვის სათქმელს. მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ყველამ თავი შეიკავოს სხვადასხვა სახის ბრალდებებისგან. გამოძიებას აქვს თავისი დღის წესრიგი და საპროცესო ნორმები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შეფასება. მანამდე ოპოზიციის იქნება ეს თუ სხვა ვინმე, წინასწარი შეფასებები, ვარაუდები თუ ა.შ. ვფიქრობ, თავშეკავებას უნდა დაექვემდებაროს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


კომენტარები


სხვა სიახლეები
18.11.2017
ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება
18.11.2017
ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ
შაბ, 18 ნოემბერი 2017
23:09