მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა ოსური ნართების, თქმულებისა და ნახატების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ამიტომ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მოსწავლეები ყოველთვის აქტიურობენ კონკურსებში.
„ოსურ-ქართული ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები სწავლობენ ოსურ ენას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განხორცილებული პროექტით „შევისწავლოთ ოსური ენა საქართველოში“.
ამჯერად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ოსური ნართების, თქმულების და ნახატების კონკურსში გაიმარჯვეს. ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ გადასცა საჩუქრები მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: