რიგგარეშე  ყრილობაზე  პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს
"სიუჟეტი იმგვარად იყო გაკეთებული, რომ ადგილი ჰქონდა დასკვნაში აღწერილი ფაქტების დამახინჯება"
მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი შესაძლოა, მაცივრის გაუმართაობას გამოეწვია
17.07.2017

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა
მოვაჭრეების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი შესაძლოა, ერთ-ერთ საწყობში არსებული მაცივრის გაუმართაობას გამოეწვია. 

აღნიშნული ვერსია ჟურნალისტებთან საუბრისას დიდუბის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმაც გააჟღერა.

ამასთან, დიდუბის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ბაზრის საწყობებში ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე გავრცელდა. 

მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 15.15 საათზე შევიდა, ნახევარ საათში კი ხანძრის ლოკალიზაცია მოხდა. 

„ცეცხლი, სავარაუდოდ მაცივრიდან გავრცელდა, ზარალი უცნობია“, - განაცხადა გამგებელმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბაზრობებზე პრევენციული შემოწმებები პერიოდულად ტარდება. როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, გამგეობა უახლოეს პერიოდში ბაზრის მეპატრონეებთან შეხვედრას გეგმავს, „რომლის დროსაც შემოწმების აქტების გადახედვა იგეგმება“.

„ნამდვილად ცუდი ფაქტებია, ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო, რაც დღეს მოხდა, თუმცა მსხვეპლი არ არის. სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები აქ არიან. 
ბრალეულობა გამოიკვეთოს და ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგ იქნება საუბარი“, - განაცხადა დიდუბის გამგებელმა. 

„დეზერტირების ბაზრის“ საწყობებში ამ წუთებში ხანძრის ბოლო კერების ჩაქრობა ხდება. ადგილზე სამაშველო, სასწრაფო დახმარების ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ. ტეროტორია საპატრულო პოლიციის მიერ გადაკეტილია. 

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. 


კომენტარები


სხვა სიახლეები
26.07.2017
როგორც ლომია აცხადებს, ირაკლი ლატარიას წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სარჩელს შეიტანს. 
26.07.2017
პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
26.07.2017
გაირკვა,რომ ინფორმაცია მათი დაღუპვის შესახებ მცდარი აღმოჩნდა.
26.07.2017
"დოკუმენტში გარდა კრიტიკისა, არის ასევე სწორი და სამართლიანი შეფასება იმ რეფორმების და გაწეული საქმინობისა, რაც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელდა"
26.07.2017
რიგგარეშე  ყრილობაზე  პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს
26.07.2017
"სიუჟეტი იმგვარად იყო გაკეთებული, რომ ადგილი ჰქონდა დასკვნაში აღწერილი ფაქტების დამახინჯება"
26.07.2017
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით 6000 ლარით დაფინანსდა
26.07.2017
ლეონიდ ჩერნოვეცკი კიევის მერი 2006 წლიდან 2012 წლამდე იყო
26.07.2017
"ჩემთვის მაინც გაეზიარებინა თუ რაიმე საფრთხის წინაშე იდგა"
26.07.2017
ხანძრის გავრცელების არეალი 6 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს
26.07.2017
რაც შეეხება სოფელ ბაგებს, დაბა წყნეთსა და კიკეთს, წყალი 27 და 28 ივლისს 12:00-17:00 საათამდე მიეწოდება.
26.07.2017
ბორჯომში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
26.07.2017
ცეცხლი დაახლობით 1000 კვ. მ-ზე, ჩახერგილ ხეებს უკიდია
რიგგარეშე  ყრილობაზე  პრეზიდენტად ხვიჩა მაქაცარია აირჩიეს
"სიუჟეტი იმგვარად იყო გაკეთებული, რომ ადგილი ჰქონდა დასკვნაში აღწერილი ფაქტების დამახინჯება"
ოთხ, 26 ივლისი 2017
20:40
ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კოცნის განსხვავებული სტილია დამახასიათებელი