მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით პირველიდან და მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა დედაენის დღე ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
ინფორმაციის მიხედვით ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „მე მიყვარს დედაენა“ ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ღონისძიება გაამრავალფეროვნეს სიმღერებითა და ცეკვებით და დედაენის დღის დაარსების ისტორია წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.