მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
16 აპრილს, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მეგრული სამზარეულო“ განახორციელეს.
პროექტს მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ციმინტია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კერძების მომზადებაში. სიყვარულით და მონდომებით გაშალეს მეგრული - „ტაბაკი“, სადაც წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული კერძები.
ჟიურიმ დააგემოვნა მოსწავლეების მომზადებული კერძები და ობიექტურად შეაფასა. გამოვლინდნენ ნორჩი მზარეულები, რომელთაც სერტიფიკატები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები