ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, იზოლდა ფხაკაძემ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა
19-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით სკოლის მუსიკის მასწავლებელმა იზოლდა ფხაკაძემ მეხუთე კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „ზღაპრული სამყარო მუსიკაში".
მოსწავლები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ინსტრუმენტებს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს საგაკვეთილო პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე.