წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - საქართველოში არამდგრადი ამინდი 23 აპრილამდეა მოსალოდნელი
19-04-2021
დაკოპირებულია
-
+
23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი - აღნიშნულ პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.