წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ლიდერთა ჯგუფის წევრები ტრენერ თამაზ ცხადაძეს შეხვდნენ
19-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გაიმართა ლიდერთა ჯგუფის წევრების შეხვედრა ტრენერ თამაზ ცხადაძესთან.
„ბატონი თამაზი ადგილზე გაეცნო ჩვენს მუშაობას, მოგვცა საინტერესო რჩევები სკოლის სასწავლო გეგმის შემუშავებისათვის, ასევე, სკოლის კურუკულუმის ძირითადი საკითხების შესახებ. ჩვენს მომავალ საქმიანობას დავგეგმავთ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით,“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას