სიახლეები
სკოლები

„ჩვენი ენა ქართული“ -წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
19-04-2021
-
+


დედაენის დღესთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების, ლალი პართენიშვილისა და თამარ სეფაშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება  ჩატარდა.

ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქართული დამწერლობა უძველესია და ამავდროულად, სამსახოვანი ერთარსება - მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული.

გაიმართა კალიგრაფიის კონკურსიც, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს ლამაზი ხელწერის უნარ-ჩვევები და ტალანტი. გამოვლინდა საუკეთესო  ნამუშევრებიც. 

მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების: მ.მაჭავარიანის, ი.ნონეშვილის, ლ. ნუცუბიძის და სხვათა ლექსები. ასევე, მსმენელებს გააცნეს მწერალთა ნააზრევი ქართული ენის შესახებ. მათ  შექმნეს პლაკატი  წარწერით - „ჩვენი ენა ქართული“. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი  შშმ მოსწავლეები, ასევე ის მოსწავლეებიც, რომლებიც წარმოშობით ქართველნი არ არიან. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ი.გოგებაშვილის ღვაწლსა და „დედა ენის“ მნიშვნელობაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ მოუფრთხილდებიან სამ ღვთაებრივ საუნჯეს: ,,ენას, მამულსა და სარწმუნოებას".

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
გოგონებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს
ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება