მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის ორი მოსწავლე - ნონა გრიგორიანი და მინავარ იბადოვა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობდნენ. მათგან ერთი - ნონა გრიგორიანი კი ჟიურის რჩეული გახდა.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კალიგრაფიის კონკურსს სულ 56 მონაწილე ჰყავდა, რომელთაგან 8 გამარჯვებული გამოვლინდა. სწორედ მათ შორის, ჟიურის ორ რჩეულს შორის მოხვდა ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნონა გრიგორიანი.
სკოლა ულოცავს მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“