გურიანთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2021
დაკოპირებულია
-
+
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით დამრიგებელ მარინე კონტრიძის ხელმძღვანელობით მე-2 კლასელებმა ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეების ამ აქტივობამ კიდევ უფრო საინტერესო და ლამაზი გახადა სასწავლო პროცესი. მათ წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს დედა ენასთან დაკავშირებული ემოციური სიტყვები და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ქართულ ენასა და მის განუზომელ მნიშვნელობას.