მაზერის საჯარო სკოლაში, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
20-04-2021
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთიც, რომელზეც გამოფინეს იმ 21 ადამიანის ფოტოსურათი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მათ ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.