სიახლეები
სკოლები

„პროგრესი” ჩემთვის ასოცირდება ახალ სიტყვასთან განათლებაში“-ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯი „პროგრესი“ პროფესიაზე შეყვარებულ პედაგოგს გვაცნობს
20-04-2021
-
+


ამერიკული საერთაშორისო სკოლა- კოლეჯი „პროგრესი“ პროფესიაზე შეყვარებულ პედაგოგს - დაწყებითი კლასის ია ქოიავას გვაცნობს. 

„დღეს გვინდა გაგაცნოთ ია მასწავლებელი, რომელიც ჩვენს სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგია. იას 8 წელზე მეტი სწავლების გამოცდილება აქვს, რაც აძლევს საშუალებას დაგვანახოს ის განსხვავებები, რაც შეიცვალა ამ წლების განმავლობაში და რა მიდგომებსაც იყენებს პროგრესში, ბავშვებთან ურთიერთოებისას.

„ბედნიერი ვარ, როდესაც მეკითხებიან თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია, რადგან რაც თავი მახსოვს ყოველთვის მასწავლებლობა მინდოდა და ახლა კი იმაზე მეტია ჩემთვის ვიდრე პროფესია - ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზა. მართალია, მასწავლებლობა ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს, მაგრამ, როდესაც გაკვეთილზე შევდივარ და ვხედავ პატარების ცნობისმოყვარე თვალებს, მომღიმარ სახეებს, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

დღეს ბავშვები უფრო პროგრესულად მოაზროვნე, განსხვავებულები არიან. მიდგომებიც შეიცვალა და უფრო მეგობრულები ვართ ვიდრე ადრე, ჩემს ახალგაზრდობაში იყვნენ მასწავლებლები. დღეს მეტი ინფორმაცია აქვთ ბავშვებს და მასწავლებლებსაც მეტი ცოდნა მოგვეთხოვება, რათა მოსწავლის ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ. დღეს უფრო ფართო ინტერესები აქვთ ბავშვებს და შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლები მათთან ერთად ვვითარდებით, ერთად ვსწავლობთ და სკოლაში ვქმნით იმ ღირებულ გარემოს, რასაც მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ჰქვია.
სწორედ ამიტომ, სკოლა „პროგრესი” ჩემთვის ასოცირდება ახალ სიტყვასთან განათლებაში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება