სიახლეები
სკოლები

ხეოთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს
20-04-2021
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. აქტივობა ღია სივრცეში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც უფროსკლასელები, ასევე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და შეგვახსენეს ისტორიული ფაქტები.

მოეწყო, სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული და გაფორმებული ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული ხელნაწერების გამოფენა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მათივე შესრულებული თემატური ნახატებიც. 

„მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აქტივობებით ბავშვებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება