მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 14 აპრილთან - დედაენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „პატრიოტიზმი - მშობლიური ენის სადარაჯოზე“. მათ ყურადღება გაამახვილეს ქართულ ენაში ბარბარიზმებისა და კალკების დამკვიდრების უარყოფით ტენდენციაზე და ისაუბრეს ენის დამახინჯების საფრთხეებზე.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენაც.
იხილეთ ფოტოები