ზინობიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მასწავლებლების - მანანა ზანდარაშვილის, თამარ გორგაძისა და შორენა შიშმანაშვილის ხელმძღვანელობით დედაენის დღესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები. სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები და ისაურეს ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე.
მათ დაამზადეს კედლის გაზეთიც და მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა.