სიახლეები
საინტერესო

„მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიცრები, თუ...“ - რატომ ამბობენ უარს მასწავლებლები ვაქცინაციაზე?
21-04-2021
-
+


საქართველოში მასწავლებელთა ვაქცინაცია დაიწყო. აცრები AstraZeneca-ს პრეპარატით მიმდინარეობს. როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი გახდა, მასწავლებელთა უმრავლესობა აცრაზე უარს ამბობს და განმარტავენ, რომ აღნიშნულ პრეპარატს არ ენდობიან.

რამდენიმე დღის წინ დირექტორებს 55 წელს გადაცილებული პედაგოგების მონაცემების შევსება დაევალათ, რომლებსაც სურვილი აქვთ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრან, სიების შედგენამ სკოლებში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც პედაგოგები პირად საუბრებში აღნიშნავენ, ზოგიერთ სკოლაში მასწავლებლებზე ზეწოლაა, რომ თუ არ აიცრებიან, სამსახურს დატოვებენ.

გთავაზობთ მასწავლებლების კომენტარებს:

„ამბობენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ ჩვენს სკოლაში ზეწოლაა 55 წელს ზემოთ პედაგოგებზე, თუ უარს იტყვიან აცრაზე, სამსახურს დაკარგავენ“;

„ვაქცინაციის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ AstraZeneca-ს პრეპარატით აცრა არ გვსურს. დირექტორს უკვე ვესაუბრეთ და სურვილი გამოვხატეთ, რომ „ფაიზერითაგვცრან“;

„განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ აცრა ნებაყოფლობითიაო, თუმცა დირექტორი ყველას ავალდებულებს. ეს მისი პოზიციაა და საპირისპირო აზრის მოსმენა არც სურს, ამის გამო დიდი დაძაბულობაა სკოლაში“; 

„არ ვარ დარწმუნებული, რომ აცრა უკუჩვენებას არ მომცემს, თუ გარანტიას მომცემენ, რომ ჩემს ჯანმრთელობას არაფერი დაემუქრება, ავიცრები“; 

„ორ სკოლაში ვმუშაობ და გარდა ამისა, ძალიან ბევრ პედაგოგს ვიცნობ, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში ავიცრები, თუ „ფაიზერითამცრიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულ უარს ამბობენ“.

განათლების მინისტრმა 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს მიმართა, აიცრან და სკოლებში უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას ხელი შეუწყონ. თვალსაჩინოებისთვის პედაგოგები ცნობილმა ექიმებმა აცრეს.

კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ მასწავლებელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. თქვენთვის ძალდატანების უფლება კი არავის აქვს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

მასწავლებელთა აცრა ნებაყოფლობითია და ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება - განათლების სამინისტროს პასუხი მთავარ კითხვაზე

საქართველოში მასწავლებლების ვაქცინაცია დაიწყო - ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა განცხადება გააკეთეს

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მესამეკლასელებმა, სკოლაში წარადგინეს ზღაპარი „მოუსვენარი ხმოვანები
ბავშვებმა აღნიშნული პრეზენტაციით თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება