მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მე-3 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი ბიბლიოთეკის შესახებ ჩაუტარდათ. მათ საკუთარი ხელით დაამზადეს წიგნები, ისაუბრეს ბიბლიოთაკაში არსებული ქცევის წესების შესახებ, გაეცნენ ზოგადად ბიბლიოთეკების საჭიროებას და მნიშვნელობას. ასევე, ბავშვებმა სახლიდან მოტანილი წიგნები საჩუქრად გასდასცეს ბიბლიოთეკას, რითაც წვლილი შეიტანეს ბიბლიოთეკის წიგნების კოლექციის გამრავალფეროვნებაში. აღნიშნულმა ფაქტმა მოსწავლეებში ბიბლიოთეკის მიმართ მეტი სიყვარული გამოიწვია და მათ ხშირად სტუმრობის სურვილი გაუჩინა.
იხილეთ ფოტოები: