ხიდრის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია ღონისძიებით გაიხსენეს
21-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის საჯარო სკოლაში 9 აპრილი მოკრძალებულად აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორებმა, მარიამ ჩაჩანიძემ და მიშიკო ბერაძემ 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან კვირაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საიუბილეო თარიღზე - დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30-ე წლისთავზე.
მოსწავლეებმა სლაიდებისა და ვიდეოების გამოყენებით მაყურებელს აჩვენეს საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე, სევდიანი და ამავდროულად ბედნიერი მოვლენების ქრონოლოგია.
ნიკა კაციტაძის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა - ,„დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ და „ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს“ ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ემოციურობა შესძინა.
„ახალგაზრდებმა ღონისძიება ხვალის იმედით დაასრულეს, რაც მათ გრძნობით წაკითხულ ლექსის სტრიქონებში გამოსჭვიოდა. მსმენელი დააფიქრა დედაენის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ვიდეო-მომართვამაც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.