14 აპრილს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაში მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მასწავლებლებმა - მანანა ქაროსანიძემ და ირმა ჯიშკარიანმა ბავშვებს ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და პატარების გულებში დედაენისადმი სიყვარული უფრო გააღვივეს.