სიახლეები
საინტერესო

„არც ერთი დირექტორი არ გეტყვით, რომ სკოლაში ბულინგია“ - ბავშვთა ფსიქოლოგი სკოლებში სოცმუშაკებზე
21-04-2021
-
+


საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან. ესაა ოფიციალური განმარტება, თუ რატო გადაწყდა სოცმუშაკების სკოლასთან თანამშრომლობა. თუმცა იმთავითვე გაჩნდა კითხვები, რომლებიც პასუხს ითხოვს და რაც მალე- მით უკეთესი.

ბავშვთა ფსიქოლოგი ზურა ქარჩავა, სწორედ იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომელთა წინაშეც სასკოლო საზოგადოება დგას და მიიჩნევს, რომ სოციალური მუშაკების დეფიციტის გამო ამ პროექტის სისრულეში მოყვანა მარტივი არ იქნება:

„კარგია რომ ამ მიმართულებით მუშაობა ძლიერდება, მაგრამ ცოტა გაუგებარია, ერთი სოციალური მუშაკი 1000 ბავშვს როგორ გაწვდება. სკოლის ფსიქოსოციალური მენეჯმენტის მართვა ცალკე მიმართულებაა და ცალკე უნარ-ჩვევები თუ ცალკე მოდულები სჭირდება; გამიკვირდა, როგორ იპოვეს 60 სოციალური მუშაკი, მაშინ, როდესაც სასწავლებელი არ არსებობს, სადაც მათ ამზადებენ.

გარდა ამისა, საინტერესოა, არსებობს თუ არა კვლევები, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით, პანდემიურ პერიოდში, ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა რამდენად შეიცვალა. თითქმის ყოველდღე მაქვს მომართვიანობა ამ საკითხზე; ამასთან, არც ერთი სკოლა არ აღიარებს, არ  გეტყვით, რომ სკოლაში ბულინგია - არც ერთი დირექტორი არ გეტყვით, რომ სკოლაში არის ძალადობა და არა მხოლოდ ბავშვებში, შესაძლოა ეს მასწავლებლებიდანაც მოდიოდეს. ცვილებების გატარებისთვის კი საჭიროა აღიარება - ცვლილება აღიარებით იწყება.

სოცმუშაკი კი ყველა მიმართულებით ინფორმირებული უნდა იყოს, რათა დაიცვას ბავშვი მშობლებისა თუ მასწავლებლებისაგან და როცა ვამბობთ, ყველა სკოლაში ვერ იქნებიან სოციალური მუშაკები, ეფექტურობას როგორ განვსაზღვრავთ?

ბავშვი ყოველთვის მსხვერპლია, აბსოლუტურად ყველა სიტუაციაში! - ამიტომ მიმაჩნია, რომ აქ გუნდური მუშაობაა საჭირო. პედაგოგმა, დირექტორმა, ფსიქოლოგმა თუ სოციალურმა მუშაკმა  უნდა იმუშაონ გუნდურად და საკუთარი პროფესიული კომპეტენციიდან გამომდინარე იმოქმედონ“.

სკოლებში სოციალური მუშაკების ფუნქციებზე განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე განმარტებას აკეთებს:

„კონკურსი დასრულებულია, გვეყოლება 60 სოციალური მუშაკი და მათ უკვე გაუფორმდათ ხელშეკრულება. ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ - რატომ აცდენენ გაკვეთილებს,  შრომაში ხომ არ არიან, ქვეყანას ტოვებენ თუ ძალადობის მსხვერპლია. ნელ-ნელა ეს პროცესი მოსაგვარებელია და ვიცით, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის.

სოცმუშაკებმა უნდა დაიწყონ ოჯახებთან კომუნიკაცია და მოახდინონ პრობლემის იდენტიფიცირება-რეფერირება. ჩვენ თანამშრომლობის საფუძველზე უნდა დავიცვათ თითოეული ბავშვის არა მხოლოდ განათლების, არამედ, ზოგადად ყველა უფლება“.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება