„ო, ენავ ჩემო“ - სამების საჯარო სკოლაში ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
21-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„ო, ენავ ჩემო“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძების პროცესში სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა. გაიმართა ესეებისა და კალიგრაფიის კონკურსი, რომელსაც პედაგოგი თეონა ნათენაძე ხელმძღვანელობდა.
კონკურსში გამარჯვებული სკოლის მიერ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.