სიახლეები
სკოლები

„სკოლაა მზად არის მოაწყოს სამედიცინო სივრცე,თუ იქნება შესაბამისი დაფინანსება“ - მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მურად მაისურაძე
21-04-2021
-
+


რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე, მისი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება და როგორ უნდა დაძლიონ სკოლებმა ონლაინსწავლებით გამოწვეული აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა კითხვებზე etaloni.ge- მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მურად მაისურაძე პასუხობს:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- სკოლაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში არსებული პრობლემების მოგვარებას, კერძოდ, ურთიერთობას ერთმანეთში, მასწავლებლებთან. ასევე სხვადასხვა ქცევითი პრობლემების აღმოფხვრას. 

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- სკოლაში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა აუცილებელია და ძალიან საჭიროა. სკოლა მზად არის მოაწყოს სამედიცინო სივრცე, თუ იქნება შესაბამისი დაფინანსება.

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ეს შეცვლის სკოლაში მოსწავლეების იმ კატეგორიის ინტეგრაცის, რომლებიც არაობიექტური მიზეზების გამო არ დადიან სკოლაში.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომლებიც ძირითადად ოჯახის მოსაგვარებელია, რა ხელისშემშლელი პირობები არსებობს მოსწავლის გაკვეთილზე არ დასწრების, მართალია არსებობს სოციალური პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„როგორც კლასის ხელმძღვანელი ვარ ამაყი, რომ მარიამი მუსიკალურ სკოლაშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც სკოლაში. ვულოცავ ნიჭიერ გოგონას და მის პედაგოგს ამ მიღწევას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება