ვანის N2 საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საყოველთაო დასუფთავების აქციით აღინიშნა. აქტივობები კლასების მიხედვით გადანაწილდა. სკოლის ეზოს დასუფთავების პროცესში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით, მონდომებითა და მოტივაციით ჩაერთვნენ.
დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები