ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ხეები დარგეს
22-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბუნებაში გასვლითი ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა დარგეს ხეები, იზრუნეს გარემოს გამწვანებაზე და კიდევ უფრო გაალამაზეს ბუნება.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.