სიახლეები
სკოლები

„დაიცავი დედამიწა, ის შენი სახლია“ - ეკოკვირეული თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში
22-04-2021
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ბუნების ქომაგების“ ინიციატივით, რომელსაც პედაგოგი მზია მაკარიძე ხელმძღვანელობს, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ეკოკვირეული გამოცხადდა, სახელწოდებით „დაიცავი დედამიწა და ის დაგიცავს შენ“.

კვირეული დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო აქტივობით (კომპლექსური დავალება; ფილმის გარჩევა/ჩვენება; ბუკლეტების გავრცელების აქცია; დასუფთავების აქცია; ნამუშევრების გამოფენა), რომელთა შორის, ერთ-ერთი აქტივობა უკვე განხორციელდა:  

მე-9 კლასში კომპლექსური დავალების პირობის თანახმად,  მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს: კონფერენციის კომისიის წევრების, მომხსენებლებისა და აქტიური მსმენელთა როლები . სტუმრების წინაშე საინტერესოდ წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქტი (პრეზენტაციები; კომიქსი; შემოქმედებითი/საინფორმაციო ესე; მაკეტი და კედლის გაზეთი).

„დღევანდელი დღე მართლაც რომ სასიამოვნო, საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. ეკოკვირეული გრძელდება! წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველოდება! დედამიწის მოსახლეობა 22 აპრილს დედამიწის დღეს აღნიშნავს!! გარემოს დაცვით ღონისძიებათა შორის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სუფთა გარემოს შენარჩუნების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები იმართება. მსოფლიოს ხალხთა ნაბიჯებს, ჩვენც აქტიურად ავუწყვეთ ფეხი!!!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აქტივობებით ბავშვებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება