მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოსო ღვინიაშვილის სახელობის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, VI-VII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ენა დედაა ერისა“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა მოაწყეს საკუთარი ნამუშევრების და ხელნაწერების გამოფენა, X კლასის მოსწავლეებმა კი გამართეს პრეზენტაცია თემაზე - „ერთი წუთი ქართული ენის პრობლემების შესახებ“.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს წიგნი - „ფერადი ფიქრები“ ი.გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, გამოუშვეს გაზეთი - „ო,ენავ ჩემო“ და ჩაატარეს კალიგრაფიის კონკურსი და ღონისძიება.
ღონისძიებების ლოზუნგი იყო - „სიტყვა სრულად გულსა სწვდება, დედაენა მით არს კარგი...“.
იხილეთ ფოტოები