სიახლეები
სკოლები

გუმბათის საჯარო სკოლაში მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა
22-04-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, ლიდერობის მიმართულებით სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტი „ჩემი ლამაზი სოფელი“, რომელიც გარემოსდაცვით ატივობებს აერთიანებს, პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.

აქციაში ჩაერთო ყველა: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, დავასუფთავეთ სოფლის მიმდებარე ტერიტორიებიც, მდინარეების ნაპირები, მინდვრები, გავაუქმეთ ნაგავსაყრელები, მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა ნაგვის გატანაში, ხოლო პირბადეებით, ხელთათმანებითა და პარკებით  წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიც დაგვეხმარა. 

„ჩვენი ეკოკლუბი ხშირად აწყობს დასუფთავების აქციებს, მაგრამ დღევანდელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მთელი სოფელი იყო ჩართული, მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, დაინაწილეს უბნები, ჯგუფებმა თავიანთი უბნები დაასუფთავეს და თან   მომავლისათვის უნდა იმუშაონ, რომ ამ უბნებიდან ნაგავი აღარ გაიტანონ ნაგავსაყრელებსა და მდინარის ნაპირებზე. 

მომავლისათვის ეკოკლუბი მეზობელ სკოლებთან თანამშრომლობასა და მათ ჩართვას გეგმავს დასუფთავების აქციებში, რადგან ჩვენ ერთი მდინარე გვაქვს და ყველა თუ არ მივხედავთ, მარტო ჩვენი სოფელი და სკოლა ვერ შევძლებთ მისი სისუფთავის შენარჩუნებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება