სიახლეები
სიახლეები

„სკოლაში ვეღარ დაბრუნდებით, ნიშნები გამოასწორეთ“ - მასწავლებლები ბავშვებს აფრთხილებენ
23-04-2021
-
+

30 აპრილი-13 მაისის დაუგეგმავმა არდადეგებმა, ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განათლების სამინისტროში, ოფიციალურად განაცხადეს, რომ 13 მაისს მოსწავლეები საკლასო ოთახებს ჩვეულებრივ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ქვეყნაში ჯანმრთელობის მთავარი დამცველები ყოველდღიურად გვიმეორებენ, რომ ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება და შედეგად, ჩნდება ეჭვი, რომ დაუგეგმავი არდადეგების შემდეგ, დასწრებული სწავლება არ განახლდება, მით უმეტეს, რომ რომ მსგავსი გამოცდილება, არდადეგების ჯერ გახანგრძლივების და შემდეგ სკოლებში არდაბრუნებისა, შარშან უკვე მივიღეთ.

ალბათ აქედან გამომდინარე, პედაგოგიურ საზოგადოებაში უკვე მუსირებს აზრი, რომ ამჯერადაც სწავლა ონლაინ-რეჟიმში განახლდება. უკვე არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს აფრთხილებენ - ნიშნები 30 აპრილამდე გამოასწორონ, რადგან 13 მაისს სავარაუდოდ სკოლებში დაბრუნება აღარ მოუწევთ. ეს ინფორმაცია არაერთმა მშობელმა მოგვაწოდა, რომლებსაც აქვთ მთავარი კითხვა - რამდენად შეესაბამება მასწავლებლების გაფრთხილება სიმართლეს, თუმცა ამაზე ჯერჯერობით გადაჭრით პასუხი არ არსებობს.

ამასობაში კი, საქართველო პანდემიის მესამე ტალღის პიკს, სწორედ მაისის პირველ ორ კვირაში ელოდება - ასე გვიანონსებენ და შესაბამისად, ეჭვი, რომ სწავლა საკლასო ოთახებში აღარ განახლდება, ლოგიკასმოკლებული სულაც არ არის. დანარჩენი კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება