დილიკაურის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღინიშნა
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელეს.
ეკო-კლუბ „მკვლევარების“ წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ნერგები დარგეს.
ინგლისური ენის მასწავლებლის, ნათია კოხოძის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასის მოსწავლეები დედამიწის დღის ისტორიას გაეცნენ. მოეწყო ვიდეო ჩვენება და პრეზენტაცია. მოსწავლეებმა სახალისო ინტერაქტიულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს და გარემოსდაცვით საკითხებზე იმსჯელეს.