დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ზემოსურების საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა გაალამაზეს
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, დაამზადეს პლაკატები, გააკეთეს პროექტი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პრეზენტაციზე ორი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე სიმბოლურად დარგეს ნარგავები და გაალამაზეს სკოლის ეზო.