ძევრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა
23-04-2021
დაკოპირებულია
-
+
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა ჩვენს პლანეტასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბუნებას მოფთხილება და მოვლა სჭირდება.
მოსწავლეებმა გაიხსენეს დედამიწის დღის დამაარსებლები - ჯონ მაკკონელი და გეილორდ ნელსონი და მათ მადლობა გადაუხადეს დედამიწაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.