ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო პოსტერი შექმნეს
26-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N3 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებელთან, ლილი ექსეულიძესთან ერთად დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მათ საინფორმაციო პოსტერი მოამზადეს და ამ სახით საერთო სასკოლო ღონისძიებას შეუერთდნენ.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
სტუმარმა, მოსწავლეებს საქართველოს წითელი ჯვრის საწყისები და ფუნქციონალური საკითხები. მოხალისეობრივ საქმიანობაზე ესაუბრა და მოსწავლეების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა