სიახლეები
სკოლები

„არა სიძულვილის ენას“ - ბათუმის N10 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
26-04-2021
-
+


ბათუმის N10 საჯარო სკოლაში რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ დაგეგმილი პროექტი სახელწოდებით - „არა სიძულვილის ენას“ აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს ფასილიტაციას უწევს ისტორია-სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე და პროექტში ჩართული გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა ზაქარაძე. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობა, რომელთაგანაც რამდენიმე უკვე განხორციელდა.

„გვქონდა კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო აქტივობა, სადაც მოწვეული გვყავდა ამავე სკოლის დირექტორი დ. ეცადეიშვილი და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ბატონი ცოტნე ანანიძე, რომელთანაც შედგა საინტერესო კოლაბორაცია. გაიმართა დისკუსია, ბატონმა ცოტნემ მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა, ასევე მოსწავლეებს ესაუბრა სიძულვილის ენის პრევენციულ ღონისძიებებზე. მან მადლობა გადაუხადა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ქეთევან დიასამიძეს, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ მოსწავლეებში ჩამოაყალიბოს ის ღირებულებები, პასუხისმგებლობა და უნარ-ჩვებები, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ  ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სიღრმისეულად განიხილეს სიძულვილის ენა და მისი მახასიათებლები მსოფლიოში, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს იგი, როდის იძენს სამართალდარღვევის ხასიათს სიტყვის თავისუფლად გამოხატვის ფორმა და ა.შ.. მოსწავლეებმა მოიფიქრეს სიძულვილის ენის საწინაარმდეგო ლოზუნგები, რომელსაც უახლოეს დღეებში პოსტერების სახით დაბეჭდავენ და გაავრცელებენ თავიანთ თანატოლებში ცნობიერების ასამაღლებლად. მოეწყობა კვირეული. პროექტს ფასილიტაციას უწევს ბათუმის მე-10 საჯარო საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქოს განათლების მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე და პროექტში ჩართული გრ.რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიკა ზაქარაძე. 

მოსწავლეების კითხვას, რა არის სიძულვილის ენა მე-7-ე კლასის მოსწავლე ე.ჯორბენაძე პასუხობს: „სიძულვილი არის ის, რომ საწამლავი დალიო, და დაელოდო სხვის სიკვდილს“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მწერლის მიმართვითა და შემოქმედებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ააგეს ბავშვთა ქალაქის მაკეტი, დახატეს მათი საოცნებო ქალაქი და წერილები მიწერეს ავტორს
ოლიმპიადის სასკოლო რაუნდს ორგანიზებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათელა ირემაძე უწევდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება