მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დედამიწა შველას ითხოვს“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს. ამ დღეს ბავშვებმა ნამუშევრების გამოფენაც მიუძღვნეს.
„ბავშვებმა დედამიწაზე ადამიანების დაუდევარი მოქმედების შესახებ თავისი დამოკიდებულება გამოხატეს. როგორ ნადგურდება უნიკალური მცენარეები, ქრება ცხოველთა ბევრი ჯიში, ბინძურდება წყალი და ჰაერი, ზიანდება ოზონის შრე. ჩვენი დევიზია მოვუფრთხილდეთ დედამიწას ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის.
მოსწავლეები კედევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ბავშვებმა მოაწყეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები