მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
გარემოსდაცვითი ღონისძიება მოსწავლეებმა ასფალტის ხატვით აღნიშნეს.
სახალისო აქტივობა მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმა შორენა მჭედლიძემ შესთავაზა.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ფერადი ცარცით დედამიწა დახატეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: