მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას 22 აპრილი - დედამიწის დღე და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა შეახსენეს.
მე-5 კლასის დამრიგებელი მარინე გილიგაშვილი გახლავთ.
მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ნამუშევრები შექმნეს და ღია ცის ქვეშ გამოფენა მოაწყვეს. მეხუთეკლასელებმა ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
„დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები