სიახლეები
სიახლეები

ზოდიაქოს 4 ნიშანს სიფრთხილე მართებს, კუროს ვარსკვლავური პერიოდი ეწყება
26-04-2021
-
+


დღეს და ხვალ დაძაბულობა იქნება. აგრესია და ემოცია აკონტროლეთ, დიპლომატია გამოიჩინეთ. შეიძლება დაპირება მიიღოთ, მაგრამ არ შესრულდეს. ამიტომ ხელშეკრულებებს და მოლაპარაკებებს მოერიდეთ.

4 ნიშანს ოთხშაბათს და ხუთშაბათს სიფრთხილე მართებს. კირჩხიბებს, ტყუპებს, მშვიდლოსნებს და მორიელებს ემოციური ფონი მაღალი გაქვთ, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი თავი.  

პარასკევს და შაბათს ფინანსური მაქინაციების ტენდენცია მაღალია.

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი: ნელ-ნელა იკლებს თქვენი ენერგოტონუსი, თუმცა ჯერ მაინც კარგი კვირაა თქვენთვის. შარმი და მიზიდულობა გაქვთ, საქმიანი და პირადი ურთიერთობების კუთხით, კარგი შესაძლებლობები გაქვთ. იდეების განხორციელებას შეძლებთ და საწინააღმდეგო სქესსაც მიიზიდავთ.

კურო: მთავარი ფავორიტი, აქტიური, ენერგიული, შარმიანი ხართ და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა შეგიძლიათ. მატერიალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. კონტაქტებისთვის კარგი დროა, პროფესიულ განვითარებაშიც წინსვლა გექნებათ. ვარსკვლავური დრო დგება თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპები: თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, მეტი ყურადღება გმართებთ. გონება გეფანტებათ, ათ საქმეზე ერთად ფიქრობთ, ამიტომ საჭიროა ერთზე კონცენტრირდეთ. პირადი ურთიერთობებისთვის კარგი დროა, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით იქნება. თუმცა ფარული მტრები და ჭორები მოიმატებს, ამიტომ ეს ურთიერთობები უნდა იყოს გასაიდუმლოებული - ჯერ მოქმედება, შემდეგ - საუბარი. 

კირჩხიბი: ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენთვის, შესაძლებლობები ყველა დონეზე გაქვთ. ენერგოტონუსი მატულობს, შარმი ძლიერდება, შეიძლება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეთ, თქვენს იდეებს მოიწონებენ. ახალი მეგობრული წრის ან ძველი ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენცია გაქვთ.

ლომი: საქმიანი კუთხით კარგი დროა, ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. თქვენი ძირითადი ენერგია პროფესიონალური კუთხით მომართეთ, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობები პერსპექტიული იქნება. შეიძლება სპონსორებმა დააფინანსონ თქვენი იდეა, მიიღოთ საინტერესო წინადადება.

ქალწული: საუკეთესო შესაძლებლობა გაქვთ, არამხოლოდ საკუთარ პრობლემებში გაერკვევით, სხვების პრობლემებსაც მოაგვარებთ. ეს არის განახლების და დალაგების დრო, ახლებურად დაიწყებთ ცხოვრებას. იაქტიურეთ, ეს პერიოდი გაძლევთ მატერიალური მდგომარეობის და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების შანსს. შარმი და წარმატების შესაძლებლობა ძალიან მაღალი გაქვთ.

სასწორი: მართალია თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ ხელი შეგიშალოთ. ეს დრო კარგია ქორწინებისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტებისთვის. საიმედო სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორი შეიძლება იპოვოთ. საქმიანი კუთხითაც ეფექტური პერიოდია, პირად ურთიერთობებში კი სრული სილაღე გაქვთ.

მორიელი: აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. ახლობლები და პარტნიორები გეხმარებიან, ფინანსურად თუ მორალურად. ოპტიმიზმით აივსებით, წარმატების შანსები გაქვთ ამ კვირაში.

მშვილდოსანი: ერთ-ერთი წარმატებული ხართ. ქორწინებისთვის, იდეების რეალიზებისთვის, მოლაპარაკებებისთვის კარგი შანსები გაქვთ. ენერგოტონუსის შემცირება, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით. კოლეგებთან ურთიერთგაგება ისე მოიმატებს, შეიძლება საერთო საქმეც კი დაიწყოთ.

თხის რქა: აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხართ. კარგი დროა რომანტიული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. შეგიძლიათ იდეები ჩამოაყალიბოთ, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. იაქტიურეთ, რაც დრო გავა უფრო წარმატებული ხდებით. მიზნებს მიაღწევთ, 20 მაისამდე თქვენთვის შანსები მაღალია.

მერწყული: ორიგინალური იდეების განხორციელების, მეგობრული კონტაქტების დამყარებისთვის კარგი პერიოდია. ურთიერთგაგება მაღალი გაქვთ, როგორც სახლში, ისე საქმეში, თქვენთვის შესაძლებლობები ნამდვილად კარგია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით.

თევზები: ნელ-ნელა განახლების საინტერესო პერიოდი გეწყებათ. შემოქმედი ნიჭის გამოვლენას, ახალ მეგობრული კონტაქტების დამყარებას, მატერიალური დივიდენდების მიღებას შეძლებთ. თუ სპონსორებს მიმართავთ, ესეც წარმატებული იქნება, თქვენდამი ინტერესი გაიზრდება. ქორწინებისთვისაც კარგი დროა, შარმიანი და მიმზიდველები ხართ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
 
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება