სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
26-04-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

ერთ-ერთი აქტივობა იყო ეზოს კეთილმოწყობა. მე-2, მე-4 და მე-6 კლასის აღსაზრდელების მშობლებმა ხეები და ყვავილები დარგეს და ეზო დაასუფთავეს.

სამკითხველო დარბაზში ფილმის - „წყლიდან ამოსული ქვეყანა“ ჩვენება მოეწყო. ფილმი საქართველოს ტერიტორიის წარმოქმნას ეხებოდა და ის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

სკოლაში „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. უფროსკლასელებმა: ლიკა ზვიადაძემ, ლიზი ფრუიძემ, მონიკა მანაგაძემ და ანასტასია ჩაკვეტაძემ ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს. უფროსკლასელებმა აჩვენეს ვიდეო-ფილმი და წარადგინეს პრეზენტაცია ხმელეთის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების შესახებ.

მე-7 კლასის მოსწავლეებს შორის  გაიმართა დისკუსია გარემოს დაბინძურების შესახებ. მოსწავლეები აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდნენ - მათ საინტერესო კითხვები დასვეს, რომლებზე პასუხებიც პრეზენტატორებისგან მიიღეს.

ბიოლოგიის  მასწავლებელმა, ნატო შვანგირაძე მე-4 კლასში ინტერაქტიური გაკვეთილი ჩაატარა თემაზე: „როგორ დავიცვათ მდინარეები და ზღვები დაბინძურებისაგან“. მოსწავლეებმა დიდი ხალისით გააფერადეს და შეასრულეს დავალებები სამეცნიერო ცენტრი „სპექტრის“ მიერ მოწოდებულ საბავშვო ალბომის თემატური ნახატების მიხედვით. ამ აქტივობით მათ დაინახეს განსხვავება სუფთა და დაბინძურებულ მდინარეებს შორის და  გაიაზრეს მათში არსებული სიცოცხლის შენარჩუნების საჭიროება.

მე-10 კლასში მათე მიქაძემ და ლიზი ფრუიძემ საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.

მე-9 კლასის მოსწავლემ, ლიზი  გურეშიძემ თემატური პოსტერი შექმნა.  და-ძმა თამარ კიკალიამ და მურთაზ კიკალიამ საინტერესო ნახატები შექმნეს.

მე-6 კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე დედამიწის დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარდა. მოსწავლეებმა მე-11 კლასის მოსწავლის, ანასტასია ჩაკვეტაძის მიერ მომზადებული ვიდეორგოლი იხილეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით პლაკატები და პოსტერები დაამზადეს. მათ, ასევე, შექმნეს ბუკლეტები, დააურიგეს ადამიანებს და გაავრცელეს მოწოდება, რომ დედამიწას დაცვა სჭირდება.

მე -11 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ჩაკვეტაძემ არაჩვეულებრივი ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ჩვენი პლანეტის სილამაზეზე და სიმდიდრეზე ისაუბრა. ასევე, განიხილა, თუ როგორ ხდება ადამიანი გლობალური პრობლემების მიზეზი და როგორ ვნებს გარემოს. 

იხილეთ ფოტოებ


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
​აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი
ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება