მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აღმოვაჩინოთ ერთად“ - ქუთაისის N36 საჯარო სკოლის IIდ კლასში ბუნების გაკვეთილზე, რომლის თემა იყო არქეოლოგიური გათხრები, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა დიდი სიხარულითა და ინტერესით შეასრულეს. ბავშვებს პედაგოგი მელანო სალდაძე ხელმძღვანელობდა.
„მათთვის მოულოდნელი იყო მიწაში ჩაფლული „დინოზავრის ძვლების“ პოვნა. აქტივობა გამოვიდა ძალიან სახალისო, საინტერესო, მთელი კლასი ჩაერთო და პრაქტიკულად გამოსცადეს არქეოლოგიური მასალის პოვნის სიხარული“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები