აი რა უნდა ქნათ თუ თქვენი შეძენილი კიტრი მწარე აღმოჩნდა- მეთოდი, რომელიც სიმწარეს გააქრობს
07.08.2017
კუკურბიტაცინი ეს არის ნივთიერება, რომელიც კიტრში წყლის დეფიციტის დროს, მაღალ ტემპერატურაზე წარმოიშვება, ეს ნივთიერება აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა სწორედ ამ ნივთიერების გამოა ხოლმე კიტრი მწარე. ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როდესაც სახლში მოტანილი კიტრი სიმწარის გამო გადაყარეთ. იმედია დღეიდან ასე მოქცევა აღარ მოგიწევთ, რადგან გასწავლით მეთოდს, რომელიც კიტრში სიმწარეს გააქრობს.

აიღეთ კარგად გარეცხილი კიტრი, გათლამდე მოჭერით ჯერ ერთი ბოლო, დაახლოებით ასეთ ზომაზე და ნახევარი წუთის განმავლობაში გაუსვით ერთმანეთზე, შემდეგ მეორე ბოლო იგივენაირად, ასეთი ქმედების შემდეგ დაინახავთ თეთრი ქაფის მაგვარ სითხეს. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადაავლეთ წყალი, გათალეთ და მიირთვით. თუ კიტრი ძალიან მწარეა, ასეთი მოქმედების შემდეგ სიმწარე საგრძნობლად იკლებს, თუ ოდნავ მწარეა, სიმწარე მთლიანად გაქრება.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 23 ოქტომბერი 2017
20:53