„იმუნიზაცია სიცოცხლისთვის“ - კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში საინტერესო პროექტი განხორციელდა
10-05-2021
დაკოპირებულია
-
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლას დაქვემდებარებულ სკოლა ნანიანში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, VIII-IXბ კლასებში განხორციელდა პროექტი: „იმუნიზაცია სიცოცხლისთვის“.
მოსწავლეები ვაქცინის შექმნის ისტორიასა და კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ პანდემიებს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე: Covid-19 და ვაქცინაცია.
გარდა ამისა, მოეწყო ფილმის - „The story of Coronavirus“ ჩვენება და განხილვა. საზოგადოებაში ცნობიერებისს ამაღლების მიზნით სკოლის აღსაზრდელებმა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები შექმნეს. მოსწავლეებმა ვიდეო-მიმართვაც მოამზადეს.