„ბექა, გვიყვარხარ და გვეამაყები!“ - თბილისის N48 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულით ამაყობს
თბილისის N48 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ბექა ადამაშვილი „მთავარი ჭკვიანის“ ტიტულის პირველი მფლობელია.
მან „მთავარი არხის“ ინტელექტუალური შოუში გაიმარჯვა და 50 000 ლარი მოიგო.
„ვულოცავთ ბექას გამარჯვებას!
ბექა, გვიყვარხარ და გვეამაყები!“ - აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.